Thursday, March 12, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია, შევაფასეთ და აზრი გავუზიარეთ ერთმანეთს. ტრენინგის ბოლო დღე საინტერესო გამოვიდა. მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს...

Sunday, March 8, 2015

მერვე დღის რეფლექსია

ჩვენი ტრენინგის მერვე დღე დაემთხვა ქალთა დღეს . უპირველესად ყველა ქალბატონს ვულოცავ რვა მარტს, სულ ყვავილებივით ლამაზი და ლაღი იყავით ყველანი. ჩვენს კეთილ , ლამაზ და გულისხმიერ ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ვულოცავ რვა მარტს და ვუძღვნი პატარა ლექსს:
         ქალი ოცნება, ქალი სინაზე,
         ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე
         ქალი ოცნება ქალი ალერსი
         შენ მოგეფერო მინდა ამ ლექსით,
         ლამაზო ქალო  ტანო-ტატანო
         ქალო ათასი ჭირის ამტანო
        ქალო გრძნობის და ტრფობის სამყარო
        კაცებმაა?  კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ.

დღევანდელი დღე იყო ძალიან ნაყოფიერი ჩვენთვის გავეცანით შეფასების ჩეკლისტებს, აგრეთვე ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების შექმნა , რომელიც ძალიან მომეწონა.

Saturday, March 7, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

მოკლედ გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალები. გავეცანით მეექვსე მოდულს. გავაკეთეთ  მოსწავლის პრეზენტაციის დამხმარე. გავეცანით წყვილებში ერთმანეთის თემებს და მივეცით სათანადო  რჩევა-დარიგება მეწყვილეებს.

Sunday, March 1, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია


დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული. კერძოდ შეფასების რუბრიკები. შევქმენით პროექტის შეფასების რუბრიკა და მოსწავლის პრეზენტაციის რუბრიკა.ავტვირთეთ ბლოგზე  მოსწავლის პრეზენტაცია დღეს ნასწავლი ლინკების საშუალებით. ვისწავლეთ ბლოგზე სურათების დადება.